უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლო
• ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საერთო სასამართლოებში. უზენაეს სასამართლოში მოქმედებს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია, რომელიც პირველი ინსტანციით განიხილავს განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის საქმეებს, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფოს ღალატი, ჯაშუშობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით. უზენაესი სასამართლოს შესაბამისი პალატები სამი წევრის შემადგენლობით საკასაციო წესით იხილავენ საჩივრებს სააპელაციო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. უზენაესი სასამართლოს მუშაობას უძღვება თავმჯდომარე, რომელსაც პრეზიდენტის წარდგინებით ათი წლის ვადით ირჩევს პარლამენტი. საქართველოს უზენაესი სასამართლო მდებარეობს თბილისში.
Source: გზამკვლევი სასამართლო სისტემაში / [მოამზადა ზურაბ გუნცაძემ] - თბ., 2003, – წ. 1,
• საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლო. უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, პირველი ინსტანციით განიხილავს კანონით განსაზღვრულ საქმეებს, განიხილავს საკასაციო საჩივრებს ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,
• მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა და ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საერთო სასამართლოებში. უზენაეს სასამართლოში ფუნქციონირებს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა; ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა; სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; დიდი პალატა; პლენუმი და სადისციპლინო კოლეგია. უზენაესი სასამართლოს პალატები წარმოადგენენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოებს და კოლეგიურად სამი წევრის შემადგენლობით განიხილავენ საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე.
Source: გზამკვლევი. ALPE, – თბ., 2006,
• მართლმსაჯულების ყველაზე მაღალი ორგანო საქართველოში, რომელიც ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საერთო სასამართლოებში. უზენაესი სასამართლოს მუშაობას უძღვება თავმჯდომარე, რომელსაც პრეზიდენტის წარდგინებით 10 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ასევე 10 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. ამჟამად, უზენაეს სასამართლოში 30 მოსამართლეა. უზენაეს სასამართლოში შექმნილია სამი საკასაციო პალატა და ერთი სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია. ესენია: 1. სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა; 2. სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; 3. ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა; 4. სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია. თითოეულ პალატას და კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.
Source: სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Полезное


Смотреть что такое "უზენაესი სასამართლო" в других словарях:

  • საერთო სასამართლო — საქართველოში საერთო კომპეტენციის სასამართლო, რომელიც ახორციელებს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვას. საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, საოლქო სასამართლო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების… …   Georgian encyclopedia

  • საკონსტიტუციო სასამართლო — საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებასა და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქცია… …   Georgian encyclopedia

  • იუსტიციის საბჭო — • საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის, მოსამართლეთა შერჩევის საკითხებთან მიმართებით Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002, • ,,საერთო სასამართლოების შესახებ” …   Georgian encyclopedia

  • რაიონული (საქალაქო) სასამართლოები — • წარმოადგენენ პირველი ინსტანციის სასამართლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირმა დავის გადაწყვეტისთვის უნდა მიმართოს ამ სასამართლოს. რაიონული (საქალაქო) სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით …   Georgian encyclopedia

  • მესამე ინსტანცია — • (კასაცია) საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატები და დიდი პალატა. ის საბოლოო ინსტანციის სასამართლოა და გადასინჯავს ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებას ან განაჩენს. Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002,… …   Georgian encyclopedia

  • პირველი ინსტანცია — • რაიონული (საქალაქო) სასამართლოები; თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების კოლეგიები; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების კოლეგიები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია. Source: სასამართლო ჟურნალისტიკის… …   Georgian encyclopedia

  • ომბუდსმენი — • სიტყვა „ომბუდსმენი” მოდის სკანდინავიური სიტყვიდან „ომბუდ” რაც ნიშნავს ელჩს, დელეგატს ან წარგზავნილს. ის აღნიშნავს პიროვნებას, რომელიც განიხილავს გარკვეული ჯგუფისაგან მიღებულ საჩივრებს, ლაპარაკობს ამ ჯგუფის სახელით და ცდილობს გააუმჯობესოს… …   Georgian encyclopedia

  • მონარქია — • ანუ მეფის მმართველობა ეწოდება მმართველობის ფორმას, როდესც სუვერენს შეუძლია მთელი მმართველობა მოაქციოს ერთი მაგისტრატის ხელში, ვისგანაც მთელი თავისი ძალაუფლება სხვა მაგისტრატებს მიეცემა. Source: რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»